კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის სოსო თოფურიძის განცხადებით, რამდენიმე წუთის წინ დააკავეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ბეჟანიშვილი. ეს განცხადება თოფურძემ ე.წ. მოდულის შენობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
"კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ერთად დაკავებულია კორუფციის კამპანიის ხელმძღვანელი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ბეჟანიშვილი.
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ბუნებრივი, თხევადი გაზისა და მაგისტრალური გაზსადენების სისტემების ზედამხედველობის სამმართველოს თანამშრომლები და ამავე სისტემაში დასაქმებული პირები. სულ დაკავებულია 20 პირი. ესენი არიან: ალექსანდრე ბეჟანიშვილი, დიმიტრი დუდუჩავა, ილია ქოჩიაშვილი, დიმიტრი ვახანია, მერაბ კუბლაშვილი, ნოდარ ნატიძე, ბიჭიკო თავშავაძე, ელგუჯა ბერუაშვილი, გიორგი ძაბინაშვილი, მერაბ კალანდაძე, ზვიად მახვილაძე, ლიანა შაშიკაძე, ბადრი ტატუაშვილი, გიორგი აბაზაშვილი, ბიჭიკო ებრალიძე, ელვარდ თორდინავა, დიმიტრი ცქიპურიშვილი, თემურ ირემაშვილი, დავით ჩახტაური და მერაბ ტეფნაძე",_ განაცხადა თოფურიძემ.
გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. შეგახსენებთ, დანაშაული ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.