აბონენტები ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" თანხების "შეწერებაში" ადანაშაულებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა მათგანმა, ქ. გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებმა ზაურ ზირაქაშვილმა განუცხადა, მაგალითად, ნოემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი გადახდილი აქვს, თუმცა ენერგოკომპანია მისგან გადასახადის ხელმეორედ გადახდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას საახალწლოდ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ასეთივე პრობლემები აქვთ შაქრო მათიაშვილს, თამარ ქაჩლიშვილს, ელენე არჯევნიშვილს და სხვებს.
აბონენტების თქმით, ენერგოკომპანიის გურჯაანის სერვის - ცენტრში საკითხის გარკვევა არაეთხელ ითხოვეს, მაგრამ კომპანიის თანამშრომლებისგან განმარტება ვერ მიიღეს.
მომხმარებელთა ბრალდებებს ს/ს `კახეთის ენერგოდისტრიბუციაში~ უსაფუძვლო უწოდეს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ჟანა დიდებაშვილის განცხადებით, ენერგოკომპანიაში მსგავსი დარღვევები არ ხდება. `აბონენტებმა, ვისაც ასეთი საჩივრები აქვთ, წერილობით უნდა მიმართონ ენერგოკომპანიის სერვის - ცენტრს და მათი განცხადებების საფუძველზე, სათანადო რეაგირებას მოვახდენთ. შემოწმდება მრიცხველი და თუ დაზიანებულია, გამოვცვლით~, - განაცხადა დიდებაშვილმა.