ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ბათუმში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. ექიმებმა ვერც 26 წლის ნინო გაბაიძის შვილის გადარჩენა შეძლეს. გოგონას სუნთქვის უკმარისობა და ორივე ფილტვის ანთება ჰქონდა.
მედიკოსები აცხადებენ, რომ გაბაიძის დაგვიანებული ჰოსპიოტალიზაცია მოხდა, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
გოგონა გულის მანკით იყო დაავადებული, რამაც მკურნალობის პროცესი კიდევ უფრო გაართულა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტია მოთავსებული. მათი მდგომარეობაც კრიტიკულია.