სოფო ხალვაში სოლოკონცერტისთვის ემზადება. ამის შესახებ მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა.
"გადავწყვიტე, ჩემი პირველი სოლოკონცერტი ბათუმში გამემართა, სადაც მაყურებელს ახალი რეპერტუარი გავაცანი. ამ კონცერტმა მოწონება რომ დაიმსახურა, ამჯერად თბილისში ვაპირებ მსგავსი საღამოს მოწყობას. ჩემთან ერთად სცენაზე აქაც კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი გამოვა, რომელიც თავის ნაწარმოებებს შეასრულებს. საღამოზე მის სიმღერებსა და ახალ რეპერტუარს შევასრულებ", - განაცხადა ხალვაშმა.
კონცერტი ნოემბერში "თბილისის ივენთ ჰოლში" იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა სოლოკონცერტი ბათუმში 21 აგვისტოს გამართა.