თელავის რაიონის სოფელ აკურაში დავით გარეჯის სახელობის დედათა მონასტრის რესტავრაცია მიმდინარეობს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს, მონასტრის რესტავრაციისათვის სამინისტრომ 40 ათასი ლარი გამოყო.
გადმოცემის თანახმად, მამა დავით გარეჯის სახელობის დედათა მონასტერი დაუარსებია ღირს საკვირველმოქმედ მამა ილარიონს თავის მამულთან ახლოს დედისა და დისთვის. სწორედ მასვე შეუწირავს მონასტრისთვის დიდძალი ქონება.