მსოფლიოს კათოლიკური სამყარო ქრისტესშობას მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდა.
იმის გამო, რომ ბენედიქტ XVI-ს ფეხზე ხანგრძლივად დგომა აღარ შეუძლია ვატიკანში საშობაო მესა ორი საათით ადრე დაიწყო.
ტაძრისაკენ მიმავალ ბენედიქტ XVI-ს თავს უცნობი ქალბატონი დაესხა. ის კორდონის ბარიერს გადაახტა და რომის პაპთან მივარდა.
თავდამსხმელს გზა ფრანგმა კარდინალმა გადაუღობა, თუმცა ქალბატონმა ის მოხერხებულად ჩამოიშორა და იერიში რომის პაპზე მიიტანა. პაპმა თავი ვეღარ შეიკავა და წაიქცა.
პაპი არდაშავებულა, ხოლო ფრანგმა კარდინალმა ფეხი მოიტეხა დაიგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ვერსიით ქალბატონი ფსიქიურად დაავადებულია.