წუხელ ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე რკინიგზის საავადმყოფოში ცეცხლი გაჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო 43 წლის მარინა კეკუტიამ. დაიწვა 150 კვადრატიული მეტრის ფართობი.
ცეცხლი საავადმყოფოს მეოთხე სართულზე გაჩნდა იქ სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ელექტროგამართბობელია.
შემთხვევის ადგილზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელიც იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები