თბილისში ცნობილი კინოფილმის "მიმინოს" პერსონაჟების მონუმენტის მონტაჟი დასრულდა.
ავლაბრის მოედანზე ვალიკოსა და რუბიკას ძეგლის ავტორი ზურაბ წერეთელია. უკვდავი ფილმის პერსონაჟების მონუმენტი ამჟამად შეფუთულია და იგი საზეიმო ვითარებაში 14 ოქტომბერს გაიხსნება.
ამ დღეს საქართველოში სკულპტურის ავტორი ზურაბ წერეთელი თავად ჩამოვა.
დელეგაციას ელიან სომხეთიდან სადაც პირველად დილიჟანში მიმინოს პერსონაჟებს ძეგლი დაუდგეს.