ინფექციური საავადმყოფოში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით ოთხი თვის ბავშვი მოათავსეს.
ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 4 თვის ზერაია ყურბანოვას მკურნალობენ.
გოგონა ინფექციურ საავადმყოფოში მარნეულიდან გადმოიყვანეს.
ექიმების თქმით, ბავშვს მენინგოკოკცემიის დაავადების ელვისებური ფორმა განუვითარდა. გოგონას სხეულზე სიხლჩაქცევები, სიცხე და პირღებინება აღენიშნებოდა.
ექიმების შეფასებით ამ დროისათვის პაციენტის მდგომარეობა რთულია თუმცა სტაბილური.