25 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით "გაზაფხულის პროტესტი: შეცდომები და შედეგები". კონფერენციის ორგანიზების იდეა ჟურნალისტთა კავშირ "ობიექტივს" ეკუთვნის.
საინიციატივო ჯგუფში, რომლიც უკვე მესამე კვირაა მუშაობს, 20-ზე მეტი მოხსენება შევიდა. მოხსენებები მოამზადეს ასევე უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა: პოლიტიკურმა ემიგრანტებმა და ჟურნალისტებმა.
"ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გაზაფხულის საპროტესტო მოძრაობა იყო. აუცილებელია საპროტესტო მოძრაობის შედეგებისა და შეცდომების გაანალიზება. კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებების საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციათა პაკეტი, რომელსაც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს გავაცნობთ", _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.