"ოქროს პერგანემტი - 2009"-ის ლაურეატი წლის ადამიანები და კომპანიები დღეს დასახელდნენ.
ტრადიციის მიხედვით, ახალი ამბების საგანეტომ "GHN" და საკონსულტაციო ჯგუფმა GCG წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად საქართველოს ყველა რეგიონში გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც 2009 წლის ადამიანები და კომპანიები გამოვლინდენ. გამოკითხულია 1257 რესპოდენტი.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წელს "ოქროს პერგამენტი" გაიცა ათ ნომინაციაში _ წლის ადამიანი, წლის ბიზნესმენი, წლის ხელოვანი, წლის პროექტი, წლის ჟურნალისტი, წლის მეგობარი ქვეყანა, წლის გუნდი, წლის კომპანია, წლის ბრენდი, წლის კომუნიკატორი.
ნომინაციების მიხედვით 2009 წელს "ოქროს პერგამენტის ლაურეატები გახდნენ:
წლის ადამიანი _ ჭაბუა ამირეჯიბი
წლის ხელოვანი _ გიორგი ოვაშვილი
წლის ბიზნესმენი _ მამუკა ხაზარაძე
წლის ჟურნალისტი _ ვახო სანაია და ნინო შუბლაძე
წლის პროექტი _ "ნათელი ქრისტესი. საქართველო" - ნესტან კირთაძე
წლის გუნდი _ საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურთში
წლის მეგობარი ქვეყანა _ ამერიკის შეერთებული შტატები
წლის კომპანია _ "საქართველოს ბანკი"
წლის ბრენდი _ "აქსისი"
წლის კომუნიკატორი _ "მაგთი"
წელს ცერემონიალი განსხვავებული ფორმატით გაიმართა. ორგანიზატორების ინიციატივით ლაურეატებს "ოქროს პერგამენტი" სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა გადასცეს.
"ოქროს პერგამენტის" ლაურეატების გამოვლენისადმი საზოგადოებაში ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და ის ნებისმიერი პიროვნებისა თუ კომპანიისთვის მისი საქმიანობისა და იმიჯის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები გახდნენ:
წლის ადამიანი (ნომინაციების მიხედვით) _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, პაატა ბურჭულაძე, რობერტ სტურუა, ნინო ბურჯანაძე, კობა სუბელიანი, გიორგი თარგამაძე, გიორგი გოგუაძე, მაია რჩეულიშვილი, ია ანათაძე, ინგა გრიგოლია, პატრიცია ფლორი, დენის კიფი, ირაკლი ცირეკიძე, მუნუჩარ კვირკველია;
კომპანიები: "ნატახტარი", "სახალხო ბანკი", "ავერსი-ფარმა", "თელიანი ველი", "ჯეოსელი", TBC ბანკი. მეგობარი ქვეყანა _ საფრანგეთი. წლის პროექტი _ "ვანის საგანძური".