მოსკოვში გარდაცვლილი საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯემალ გოგიტიძის ცხედარი დღეს დილით საქართველოში ჩამოასვენეს.
თბილისის აეროპორტში გოგიტიძის ოჯახის ახლობლები, ირინა სარიშვილი და ვალერი კვარაცხელია მივიდნენ.
ცხედარს დღესვე ბათუმში გადაასვენებენ. ჯემალ გოგიტიძე მოსკოვში 20 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა სახელდება.