საინგილოში მცხოვრები ქართველები ლაგოდეხის რაიონში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის ინიციატივით გამოდიან.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება საინგილოდან, ჰერების ინიციატივის ძირითადი მიზანი ის არის, რომ უმაღლესი სასწავლებელი საინგილოსთან ტერიტორიულად ახლოს იყოს. `თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში საინგილოდან ბევრი ახალგაზრდა სწავლობს. დედაქალაქში მათი შენახვა ძალიან ძვირი გვიჯდება. ლაგოდეხში რომ უმაღლესი სასწავლებელი იყოს, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისწავლიდა საქართველოში~, - განაცხადეს ინგილოებმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის ვალერი გობრონიძის განცხადებით, ლაგოდეხის რაიონში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის ინიციატივის შესახებ სამინისტროსთვის ცნობილია, თუმცა ეს საკითხი ჯერ-ჯერობით აქტიურად არ განიხილება.