რეისი: თბილისი - მოსკოვი 26 დეკემბერს დაინიშნა. ავიაბილეთების სააგენტოებს უკვე მიუვიდათ შეტყობინება რეისის დანიშვნისა და ამ რეისზე ბილეთების გაყიდვის შესახებ.
ავიაკომპანია "აირზენა"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ მისთვის უცნობია თუ როდის შესრულდება პირველი რეისი.
რაც შეეხება ავიაბილეთების სააგენტოებისთვის მისულ შეტყობინებას, გიორგობიანი ამ საკითხე კომენტარს არ აკეთებეს. "ამის შესახებ ჩემთვის უცნობია და კომენტარს ვერ გავაკეთებ", _ აცხადებს გიორგობიანი.