ხვალ, 24 დეკემბერს, 16:00 საათზე კლუბ-რესტორანში "ვერე გარდენი" წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი "ოქროს პერგამენტი 2009" გაიმართება. ტრადიციის მიხედვით, ახალი ამბების საგანეტომ "GHN" და საკონსულტაციო ჯგუფმა GCG წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად საქართველოს ყველა რეგიონში გამოკითხვა ჩაატარეს. გამოკითხულია 1257 რესპოდენტი.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წელს "ოქროს პერგამენტი" გაიცემა ათ ნომინაციაში _ წლის ადამიანი, წლის ბიზნესმენი, წლის ხელოვანი, წლის პროექტი, წლის ჟურნალისტი, წლის მეგობარი ქვეყანა, წლის გუნდი, წლის კომპანია, წლის ბრენდი, წლის კომუნიკატორი.
პრიზი _ "ოქროს პერგამენტი", ტრადიციულად ზარაფხანაში დამზადდა.
დაჯილდების ცერემონიალის სპონსორები არიან: "პსპ", "ზარაფხანა", "GWS", ყვავილების სალონი "არტ-ფლორ დიზაინი", კლუბ-რესტორანი "ვერე გარდენი", "ითი", პოლიგრაფიული კომპანია "დივაისი", ტკბილი ბუტიკი "ვანილა", "ივ-როშე", სილამაზის სალონი "ნატალი".
შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები გახდნენ:
წლის ადამიანი (ნომინაციების მიხედვით) _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, პაატა ბურჭულაძე, რობერტ სტურუა, ნინო ბურჯანაძე, კობა სუბელიანი, გიორგი თარგამაძე, გიორგი გოგუაძე, მაია რჩეულიშვილი, ია ანათაძე, ინგა გრიგოლია, პატრიცია ფლორი, დენის კიფი, ირაკლი ცირეკიძე, მუნუჩარ კვირკველია;
კომპანიები: "ნატახტარი", "სახალხო ბანკი", "ავერსი-ფარმა", "თელიანი ველი", "ჯეოსელი", TBC ბანკი. მეგობარი ქვეყანა _ საფრანგეთი. წლის პროექტი _ "ვანის საგანძური".