ბათუმში საერთაშორისო კონკურსის "Golden talent 2011"-ის გამარჯვებულის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. მომღერლებმა მეორე საკონკურსო დღეს ნაციონალური სიმღერები შეასრულეს, დაგროვილი ქულების შემდეგ პირველ სამეულში სომხეთის, ესტონეთის და ბულგარეთის წარმომადგენლები არიან.
"ყველა შემსრულებელი თავისებურად ორიგინალური იყო, უკვე ლიდერებიც არსებობენ. წარმოდგენილი არიან როგორც დაბალი, ასევე მაღალი დონის მომღერლები, რაც კარგია, იმიტომ რომ არჩევა ძალიან ადვილი იქნება", - განაცხადა კონკურსის ორგანიზატორმა, ეკა ჩიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სალომე ქათამაძე წარადგენს. მან პირველ საკონკურსო დღეს ჟიურის მოწონება დაიმსახურა, თუმცა მეორე დღეს ხარვეზების გამო მას დაბალი ქულები დაუწერეს.
"მეორე ტურში ჟიურიმ დაბალი ქულები დამიწერა. ვფიქრობ, წინა დღის ნამღერის გამო არ მაპატიეს დღევანდელი შეცდომები. მიხარია, ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილი იქნება", - განაცხადა სალომე ქათამაძემ.