კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არტ-კაფეში წიგნების - გიგი სულაკაურის პოეტური კრებული "ხეტიალი" და ზურაბ სამადაშვილის რომანი "ხმაურიანი დღეები" - პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამადაშვილმა განუცხადა, მისთვის ეს პირველი პრეზენტაციაა.
"მიუხედავად იმისა, რომ უკვე 6 წიგნი გამოვეცი, ეს პირველი პრეზენტაციაა. აქამდე მეგონა, რომ წიგნის დაინტერესებას პრეზენტაციები და ამგვარი ღონისძიებები სჭირდებოდა. ახლა მივხვდი, მის აუცილებლობას. მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს ", - განაცხადა სამადაშვილმა.
სულაკაურის კრებული სულ 500 ტირაჟით გამოიცა და როგორც პოეტი აცხადებს, წიგნში 92 წლიდან დღემდე დაწერილი ლექსებია შესული.
"პოეტისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია პრეზენტაციები, დაბადების დღესავითაა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კრებულის გაცნობა საზოგადოებისთვის, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წიგნის გამოცემაში დამეხმარა", - აღნიშნა სულაკაურმა.
წიგნების პრეზენტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუაც დაესწრო.
"ეს წიგნები ლიტერატურის ზეიმია. რომანში ასახულია ბოლო პერიოდის უმძიმესი მდგომარეობა. სამწუხაროდ, წაკითხული არ მაქვს და მინდა მალე გავეცნო. ვულოცავ მათ და საზოგადოებას ასეთი, საინტერესო წიგნების შემატებას ქართული ლიტერატურისთვის. ვუსურვებ მათ არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ბაზარზე გასვლას", - განაცხადა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ სულაკაურის ლექსები პირველად კრებულის სახით 1995 წელს დაიბეჭდა ("საგნები თოვლში").
სამადაშვილის რომანი "ხმაურიანი დღეები" 1994 წელს დაიწერა. წიგნი მოგვითხრობს მე-20 საუკუნის 90-იანი წლების საქართველოზე და იმ თაობაზე, რომლის თვალწინაც აფხაზეთის ომმა ჩაიარა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არტ-კაფეში წიგნების პრეზენტაცია მოეწყო