უკრაინის მოსახლეობის 45 პროცენტი დღეისათვის მზადაა საპრეზიდენტო მარათონში ხმა ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს მისცეს.
2004 წელს ჩატარებულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მაშინდელი პრეზიდენტობის ლიდერებისათვის ხმის მისაცემად მზად უკრაინის მოსახლეობის 75 პროცენტი იყო.
აღნიშნული სოციოლოგიური კვლევის შედეგები კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტმა ალექსანდრე პალიიმ გაახმაურა.
მისი აზრით, არსებული მონაცემები განპირობებულია იმით, რომ საპრეზიდენტო კამპანიას კანდიდატები ძირითადად ფულით აწარმოებენ. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2010 წლის 17 იანვარსაა დაგეგმილი.