"თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე" რეჟისორ ამირან ამირანაშვილის სპექტაკლი "ჰამლეტი" აღარ დაიდგმება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის პრესსამსახურმა აცნობა, სპექტაკლი ტექნიკური მიზეზების გამო ამოიღეს.
"ტექნიკური მიზეზების გამო, საჭირო გახდა სპექტაკლის პროგრამიდან ამოღება. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი ფესტივალზე 2 სპექტაკლს წარადგენს", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის პრესცენტრში.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალზე ქართული სპექტაკლების პროგრამაში "ჰამლეტი" 30 სექტემბერს იყო წარმოდგენილი.
"თეატრალური ფესტივალი" 14 სექტემბერს დაიწყება და 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის დასი წარადგენს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის სპექტაკლს "გაზაფული მაინც მოვა" და გიორგი აფხაზავას "გოდოს მოლოდინში".