გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, სარემონტო სამუშაოს გამო, ახალ სეზონს პროფკავშირების შენობაში გახსნის.
თეატრის ხელმძღვანელმა თემურ ბადრიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" იმ პრობლემების შესახებაც ისაუბრა, რომელიც პროგრამიდან სპექტაკლების ამოღებას გულისხმობს.
"მოლაპარაკება ჩვენსა და პროფკავშირების შენობის ხელმძღვანელობასთან დასრულდა. ამ ეტაპზე ნივთებისა და დეკორაციების გადატანა ხდება. სამწუხაროდ, სპექტაკლების ნაწილის პროგრამიდან დროებით ამოღება მოგვიწევს, რადგან იქ სხვა ინტერიერია, არ არის განათება და ბევრი სხვა სირთულის წინაშე დავდექით. შევეცდებით, ყველაფერი მოვაგვაროთ და სეზონი სექტემბრის ბოლოს გავხსნათ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბადრიაშვილმა.
თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი 1934 წელს დაარსდა.