იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სისტემაში ახალი მომსახურების დანერგვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს, რომლებიც სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მოქალაქეობის საკითხებზე, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციისათვის მიმართავენ, დღეიდან ახალ სერვისს სთავაზობს.
დოკუმენტის დამზადების და დამოწმებისთანავე, პერსონიფიკაციის პროგრამის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოქალაქეს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება, სადაც მითითებული იქნება გამზადებული დოკუმენტების მისაღებად ტერიტორიულ სამსახურებში გამოცხადების ზუსტი თარიღი და დრო. მაგალითად: სრს:_თქვენს_მიერ_წარმოდგენილი_ დოკუმენტები_დამოწმებულია
_აპოსტილით_(საქმე_#1000703)._საბუთების_გასატანად_გთხოვთ_მობრძანდეთ_
23.12.2009-ში_15:00_საათზე.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ვაშაძეს განცხადებით, `ახალი მომსახურება, ერთი მხრივ, მოქალაქეებს უქმნის კომფორტს, მეორე მხრივ, ჩვენ გვეხმარება რესურსების სწორ გადანაწილებაში.~
ახალი მომსახურება ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და ამ სერვისით საქართველოში მოქმედი ყველა მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის აბონენტები ისარგებლებენ.
აღნიშნული სახის მომსახურება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში 2007 წლის ივნისში დაინერგა და აქამდე მოქალაქეებს პირადობის, ბინადრობის მოწმობებისა და პასპორტის მისაღებად გამოცხადების ზუსტი თარიღი ეგზავნებოდათ.