ხვალ, 9 სექტემბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით გორში საქველმოქმედო კონცერტს ხვალ გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბალეტის სამხატვრო ხელმძრვანელმა ნინო ანანიაშვილმა განუცხადა მსურველები ღონისძიებაზე დასწრებას სპეციალური მოსაწვევების საშუალებით უფასოდ შეძლებენ.
"რომელი თეატრიც სურვილს გამოთქვავს, რომ მათ სცენაზე ჩვენ ვიცეკვოთ, აუცილებლად, ჩავალთ. ჩვენ მათ ვუზიარებთ და ვაჩვენებთ იმ შრომას რასაც თბილისში ვმოღვაწეობთ. იმიტომ რომ, ვფიქრობ, ჩვენი ხელოვნება დასაფასებელია. რაც უფრო ახლოს და ცოცხლად ხედავს მაყურებელი მით უფრო აფასებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნინო ანანიაშვილმა.
დასის წევრები საცეკვაო ნომრებს სხვადასხვა საბალეტო სპექტაკლებიდან შეასრულებენ.
ათსანიშნავია, რომ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი გორში კონცერტს პირველად მართავს.
შეგახსენებთ, რომ დასმა დასმა ნინო ანანიაშვილის ხელმძრვანელობით ამგვარი კონცერტი ფოთში და ქუთაისში უკვე გამართა.