თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სარემონტო სამუშაო მიმდინარეობს. როგორც კულტურის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, განახლებული ოპერა მსოფლიო დონის გახდება.
"2012 წელს საქართველოში მსოფლიო დონის ოპერისა და ბალეტის თეატრი იქნება. თავისი ინფრასტრუქტურით და თავისი ტექნოლოგიების შესაძლებლობებით", - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ წელს ოპერას 160-ე საიუბილეო სეზონს ხსნის.
"იუბილე მარტში გვაქვს და ამ დღისთვის ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით. დაახლოებით 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება ეს ღონისძიება, ჩამოვლენ უცხოელი სტუმრები, რომლებიც ჩემთან ერთად იცკევებენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა.