2009 წლის 23 დეკემბერს მთავარი პროკურატურის ფოიეში, მთავარი პროკურატურისა და მცხეთის პროკურატურის ორგანიზებით ნახატების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ნახატების კონკურსი თემაზე `არა ნარკომანიას! არა ძალადობას!~ პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში ჩატარდა და მასში მცხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ქალაქ მცხეთის გარდა კონკურსში მონაწილეობდნენ მცხეთის რაიონის სოფლების _ ციხისძირის, ჩარდახის, ქსნის, წეროვანის, ნავაზარის და წილკანის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
საუკეთესო ნახატები გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელშიც ცნობილი მხატვრები, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და პროკურორები შედიან. პირველ ადგილზე გავიდა მცხეთის 1 საჯარო სკოლის 1 კლასის ნამუშევარი _ `მე ასეთ სამყაროში ვიცხოვრებდი~. მეორე პრიზი ასევე 1 საჯარო სკოლის მოსწავლეს თამარ სოხაშვილს ერგო, მესამე კი თიკა იმერლიშვილმა და ნიკა კანდელაკმა გაიყვეს.
საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტია არასრულწოვნებში მოხდეს დანაშაულის პრევენცია. პროკურატურა არაერთ ღონისძიებას ატარებს, რათა არასრულწლოვნები აერიდონ დანაშაულებრივ გზას _ პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში იმართება ლექცია-სემინარები, გაკვეთილები სამართლებრივ თემებზე, სპორტული და ინტელექტუალური თამაშები, იმიტირებული სასამართლო პროცესები, ნახატებისა და წერითი კონკურსები...
`საზოგადოებრივი პროკურატურა~ საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემის გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.