საერთაშორისო კონკურს " Golden talent 2011-Batumi" კონცერტზე მაყურებლის რაოდენობა, მას შემდეგ გაიზარდა რაც მასზე დასასწრებლად გარედან, უბილეთო ხალხი შეუშვეს.
"გუშინდელ კონცერტზე მაყურებელი ვერ დავაოკეთ, სულ წინ უნდოდათ მისვლა და ძალიან გაგვიჭირდა მათი შეკავება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კონკურსის ორგანიზატორმა
ეკა ჩიტაიშვილმა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სანდო წყარო ატყობინეს - "კონცერტზე ხალხი ალაგ-ალაგ იყო და სანამ ღონისძიება დაიწყებოდა კარები გააღეს და ხალხი შემოუშვეს. ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა, ხალხი, რომ არ შემოეყვანათ არ ვიცი რა მოხდებოდა".
შეგახსენებთ, რომ "Golden talent 2011-Batumi"-ს დასასწრები ბილეთის ფასი სულ, რაღაც 160 ლარიდან იწყებოდა და ოთხნიშნა ციფრით მთავრდებოდა.