ბათუმში გუშინ საერთაშორისო კონკურსი " Golden talent 2011-Batumi " გაიხსნა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონკურსის ორგანიზატორმა ეკა ჩიტაიშვილმა განუცხადა, კონკურსს მაყურებელი ტელეკომპანია "იმედზე" ერთი დღით დაგვიანებით, 22:00 საათზე, ნახავს.
"სამწუხაროდ, სცენარის მიხედვით არის ისეთი მუსიკალური ნომრები, რომელიც ჩაწერას მოითხოვს. თან, ეს კონკურსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადის, ამიტომ გვინდა ყველგან ერთსა და იმავე დროს ნახონ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჩიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კონკურსი " Golden talent 2011-Batumi " გუშინ "ბლუს" კონცერტით გაიხსნა.