ბათუმი საერთაშორისო კონკურს " Golden talent 2011-Batumi "-ზე დასასწრებლად ჯგუფი "ბლუ" სპეციალური რეისით ერთ საათში ჩამოფრინდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონკურსის ორგანიზატორმა ეკა ჩიტაიშვილმა განუცხადა ჯგუფი ბათუმის აეროპორტში 1 საათში ჩამოფრინდება.
"დანარჩენი სტუმრები უკვე აქ არიან. რაც შეეხება კონკურსანტებს ისინი ერთი კვირის განმავლობაში რეპეტიციობდნენ. ვფიქრობ, ძალიან სანახაობრივი კონკურსი იქნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ძალიან ბევრი ექსკლუზივი. ამ ეტაპზე სამზადისი უკვე დამთავრებულია, ველოდებით ჯგუფ "ბლუს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს", ჩიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სალომე ქათამაძე წარადგენს.
სალომე ქათამაძის კანდიდატურა სპეციალურმა ჟიურიმ, 26 ივნისს დავით ევგენიძის ხელმძღვანელობით, პირდაპირ ეთერში შეარჩია. საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსი „ Golden talent 2011-Batumi მსოფლიოს 25 ქვეყნის პოპულიარულ შემსრულებლებს უმასპინძლებს. საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსის „Golden talent 2011-Batumi "-ის საქართველოს ტერიტორიაზე პიდაპირ სატელევიზიო ტრანსლიაციას უზრუნველყოფს ტელეკომპანია "იმედი", ხოლო სხვა და სხვა ქვეყნებში პირდაპირ და შემდგომ სატელევიზიო ჩვენებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კონკურსის პარტნიორი ტელეკომპანიები .
კონკურსი 7 -იდან - 10 სექტემბერის ჩათვლით ჩატარდება.