ოსკარის დაჯილდოების 84-ე ცერემონიას ედი მერფი გაუძღვება. ღონისძიების პროდიუსერების ბრეტ რატნერისა და დონ მიშერის განცხადებით, მერფი არის გამორჩეული შემსრულებელი, რომლის მახვილგონიერება და ქარიზმა ცერემონილას დაამშვენებს.
თავად მერფის განცხადებით. მითვის დიდი პატივია იყოს იმ მსახიობების რიგში, რომლებსაც ადრე წაუყვანიათ ცერემონია.
„პატივია იყო ისეთი მსახიობების რიგში როგორებიც არიან ჯონი კარსონი, ბობ ჰოუპი, ბილ კრისტალი, სტივ მარტინი, ვუპი გოლდბერგი", - განაცხადა ედი მერფიმ.
ოსკარის დაჯილდოების 84-ე ცერემონია ლოს-ანჟელესში 2012 წლის 26 თებერვალს გაიმართება.