ქუთაისში ე.წ. ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 29 წლის სოფო მაჭარაშვილი ავტოქარხნის საავადმყოფოში გვიან ღამით შეიყვანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საქართველოში ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული უკვე 950 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ დრომდე ასევე მძიმეა ამ ვირუსით ინფიცირებული 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმები წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებენ და აცხადებენ, რომ პაციენტი ისევ სასუნთქ აპარატზეა მიერთებული. რეგიონებში სასუნთქი აპარატების დეფიციტის გამო პაციენტების ერთი ნაწილი თბილისში უკვე გადმოიყვანეს. ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში კი ამ დრომდე სამი ფეხმძიმე ქალბატონი მკურნალობს, რომელთაც ვირუსული ინფექცია დაუდგინდათ.