ვენეციის კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამის ყველაზე სკანდალური და პროვოკაციული ფილმი აჩვენეს. ბრიტანელი რეჟისორის სტივ მაკკუნის "სირცხვილი", ვენეციის კინოფესტივალის მთავრა თემად იქცა.
უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელ კონოფესტივალზე სექსი საკმაოდ აქტუალური თემაა.
"სირცხვილი" ეს არის გამოგონილი ისტორია, რომელიც გვიამბობს წარმატებულ და მიმზიდველ ახალგაზრდა , მანჰეტენის მცხოვრებზე, რომლისთვისაც მთავარ მამოძრავებელ "კრედოდ" სექსი იქცა.
ის წვება ყველასთან - დაწყებული „ქალით გამოძახებით" და მეტროში პირველი შემხვედრით დამთავრებული, მაგრამ მას სრულიად არ აინტერესებს ნორმალური ადამიანური ურთიერთობები. როდესაც მასთან სახლში საცხოვრებლად გადმოდის მისივე და, რომელსაც ასევე მძიმე პერიოდი აქვს პირად ცხოვრებაში, ფილმის გმირი ვეღარ ახერხებს საკუთარი თავის გაკონტროლებას.
თანამედროვე დონ ჟუანის ტრაგიკული ისტორია სავარაუდოდ ჟიურის ყურადღების მიღმა არ დარჩება, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ წინასწარ რაიმეს პროგნოზის გაკეთება ძნელია.