გათანამედროვებულ მიუზიკლი "ქეთო და კოტე" ბათუმის თეატრის რეპერტუაში ისევ შევიდა.
"18 სექტემბერს ხალხის დაჟინებული მოთხოვნით ბათუმის ხელოვნების ცენტრის სცენაზე კვლავ დაიდგმება სპექტაკლი "ქეთო და კოტე". საზოგადოების მხრიდან ისეთი ინტერესია, რომ შეიძლება ერთი დღე კიდევ დამატონ, თუმცა ჯერ ზუსტად არ არის გადაწყვეტილი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მუსკომედიის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო გალეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ დოლიძის სამმოქმედებადებიანი ოპერის პირველი პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს, თბილისში შედგა.