რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა დაადასტურა გადაწყვეტილება დატოვოს კინომატოგრაფია და თავი ფერწერას მიუძღვნას. როგორც გამომცემლობა "ჰოლივუდ რეპორტერი" იუწყება, ასეთი განცხადება რეჟისორმა ნიუ-იორკში საკუთარი ნამუშევრების გამოფენაზე გააკეთა.
"სანამ დრო და საშუალება მაქვს, სურვილი გამიჩნდა ხელოვნების სხვა დარგით დავკავდე. თუ არ გამომივა ან ფული დამიმთავრდება, დავბრუნდები, რათა მორიგი "მომავლის მეგობრები" გადავიღო", - განაცხადა რეჟისორმა.
მანამდე, სოდერბერგმა არაერთხელ განაცხადა მზადყოფნა კინოდან წასვლაზე. პირველად ეს 2009 წელს ამერიკულ ბაზარზე ჩე გევარასადმი მიძღვნილი ფილმების ჩავარდნისას მოხდა.
2011 წელს სოდერბერგის ერთდროულად ორი ფილმი გამოდის - "ნოკაუტი" და "მოწამვლა".