"საიუბილეო სეზონს 21 სექტემბერს ფალიაშვილის ოპერით გავხსნით. ოპერა ოთხ მოქმედებიანია და ლიბრეტოს ავტორი პეტრე მირიანაშვილია. გთავაზობთ 1986 წლის დადგმას, რომლის დირიჟორი ჯანსუღ კახიძე, რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი და ქორეოგრაფი თენგიზ სუხიშვილია. ახალი სეზონი ძალიან საინტერესო რეპერტუარებით გვაქვს გაწერილი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ოპერის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ზურაბ ოიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერა თბილისში 1919 წლის 21 თებერვალს შედგა.