ბუბა კიკაბიძეს ახალ ფილმში იღებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა პროდუსერმა, სოსო აბზიანიძემ განუცხადა, ფილმს სომხური მხარე იღებს, რომელშიც ერთადერთი ქართველი მსახიობი ბუბა კიკაბიძე იქნება.
"ახლა ვემზადებით ახალი ფილმისთვის, რომელსაც სომხური მხარე იღებს. გადაღებები ბათუმში იქნება და ბუბა მთავარ როლს ითამაშებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბუბა კიკაბიძის პროდუსერმა სოსო აბზიანიძემ.