ავლაბრის სკვერში გიორგი დანელიას ცნობილი კინოფლმის "მიმინოს" პერსონაჟებს ძეგლს დაუდგავენ. ძეგლის გახსნის შემდეგ ფილარმონიაში ბუბა კიკაბიძის შოუ მოეწყობა.
"14 ოქტომბერს, "მიმინოს" გმირების ძეგლი ავლაბრის სკვერში დაიდგემა, რის შემდეგაც ყველანი ფილარმონიაში გადავინაცვლებთ, სადაც ბუბას კონცერი გაიმართება. ამ წუთებში, შოუს პროგრამას დავით დოიაშვილთან ერთად ვგეგმავთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბუბა კიკაბიძის პროდუსერმა სოსო აბზიანიძემ.
როგორც ცნობილია, ფილმში ერთ-ერთი მთავარი გმირის რუბენ ხაჩიკიანის, რიბიკას როლს ცნობილი სომეხი მსახიობი ფრუნზიკ მკრტჩიანი ასრულბს, ვალიკო მინადარის როლს კი ბუბა კიკაბიძე.
შეგახსენებთ, რომ კინოფილმ "მიმინოს" პერსონაჯების ძეგლები სომხეთში უკვე დაიდგა, სადაც გახსნის ცერემონიაზე საქართველოდან სპეციალური დელეგაცია ჩავიდა, მათ შორის იყო ბუბა კიკაბიძეც.