საქართველოს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მოისმინეს წინადადება ეპისკოპოს ქრისტეფორესთვის (წამალაიძე) შეჩერებული მღვდელმოქმედების აღდგენის შესახებ.
თავის მხრივ, მეუფე ქრისტეფორემ შენდობა ითხოვა საეკლესიო დარღვევებისა და შეცდომების გამო.
წმიდა სინოდმა განაჩინა: "ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს გამოსაცდელი ვადით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში და შემდეგ მოხდეს მისი საკითხის განხილვა".
შეგახსნებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა დღეს, 22 დეკემბერს გაიმართა. მას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავმჯდომარეობდა.