რუსეთის ტელევიზია ახალ შოუზე მუშაობს, სახელწოდებით „ოპერის მოჩვენება". ახალ პროექტში მონაწილეობას სხვადასხვა ასაკის 8 აღიარებული პოპ ვარსკვლავი მიიღებს. გადაცემაში ისინი საოპერო არიებს და რომანსებს რუსულ ენაზე შეასრულებენ.
მონაწილეებს შორის არიან: ვალერია, სერგეი ლაზარევი, ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი, თამრიკო გვერდწითელი, ანი ლორაკი, პოლინა გაგარინა და ლევ ლეშჩენკო.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს საოპერო ვოკალის პედაგოგებთან სარეპეტიციოდ მხოლოდ ერთი კვირა აქვთ.
ჟიურის წევრები ლიუბოვ კაზარნოვსკაია,ზურაბ სოტკილავა,ელენა ობრაზცოვა, ანნა ნეტრებკო და რომან ვიკტიუკი მონაწილეებს ხუთბალიანი სისტემით შეაფასებენ.