საქართველოს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მოისმინეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) მოხსენება იერუსალიმში ვიზიტთან დაკავშირებით.
მან ისაუბრა იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე. შეხვედრისას დაისვა საკითხი ქართველი სამღვდელოების იერუსალიმში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
"მოლაპარაკებები დადებითად შეფასდა, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენს ორ უძველეს ეკლესიას შორის ურთიერთობები მომავალში უფრო მეტად განმტკიცდება", _ აღნიშნულია მათ მიერ მიღებულ განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა დღეს, 22 დეკემბერს გაიმართა. მას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავმჯდომარეობდა.