"ევროპული კო-პროდუქციის" მხარდაჭერით ოთხი ქვეყანა - ესპანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და საქართველო - ახალ ფილმს იღებს. ფილმის გადაღებები საქართველოში დაიწყო და ყაზახეთში გაგრძელდა.
"ფილმზე მუშაობა შარშან დეკემბერში დავიწყეთ. მთავარ როლზე ქართველი მსახიობები აარჩიეს. ისინი გადამღებ ჯგუფთან ერთად ახლა ყაზახეთში გადაღებაზე წავიდნენ. სურათი ერთი გოგოს ცხოვრებაზეა, რომელსაც რთული გზის გავლა უწევს. თავისუფლების გამო შეიძლება პირადი ბედნიერება დათმო. "სწრაფა თავისუფლებისკენ" - ეს არის ფილმის იდეა. ყაზახეთი სტეპების და თვალუწვდენელი ველების გამო შევარჩიეთ. ფილმში გარემოს და ნატურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პროდუსერმა ზურაბ მაღალაშვილმა.
"ჩაიკა" - ამ სახელწოდების დრამას ქართველი და მსოფლიო კინომოყვარულები დეკემბერში იხილავს. რეჟისორი მიგელ ანხელ ხიმენესია. მთავარ როლებში კი ბაჩი ლეჟავა და გიორგი გაბუნია არიან.