ქართველი პოეტის, რეზო ამაშუკელის აზრით, რობერტ სტურუას გათავისუფლებას საქართველოში მეორე რევოლუცია მოჰყვება.
"ვარდების რევოლუციას" "რობერტ სტურუას რევოლუცია" შეცვლის და ეს იქნება წინა რევოლუციაზე უარესი", - განუცხადა პოეტმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი შეფასებით, სტურუას მოხსნით მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ "მიშა არის კრეტინი მთელი თავისი ხროვით".
"ინტელიგენციამ ნელ-ნელა უნდა გაითავისოს, რომ ამ ხროვასთან ურთიერთობა აღარ შეიძლება", - აღნიშნა ამაშუკელმა.
შეგახსენებთ, რომ სტურუას რუსთაველის თეატრში დაბრუნების მოთხოვნით თეატრის წინ დღეს ხელოვანთა მორიგი აქცია გაიმართა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.