მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარ მუსიკალურ ხმისჩამწერ სტუდიაში ახალ სიმღერებზე მუშაობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" მისი პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თამთა ასლანიშვილმა განაცხადა, ივანიშვილი ქართულენოვან სიმღერაზე კლიპის გადაღებას გეგმავს.
"ბერა საქართველოშია, ის ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობს, სადაც ახალ სიმღერებს სხვადასხვა ენაზე და მათ შორის, ქართულადაც წერს. სამომავლოდ, კლიპის გადაღებაც იგეგმება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ასლანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი რამდენიმე დღის წინ ბათუმში ფანებს შეხვდა და რამდენიმე სიმღერა შეასრულა.