საქართველოში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი, 29 წლის ქალი გარდაიცვალა.
ელენე ბერელიძე ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში დღეს დილით გადაიყვანეს. იგი ვანის რაიონის სოფელ შუამთიდან იყო.
პაციენტი ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში გადაყვანამდე იმერეთის სამხარეო ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ მისი აღნიშნულ დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პაციენტს გულსისხლძარღვთა უკმარისობა განუვითარდა. დიაგნოზი ამჯერადაც იგივეა - ექიმების განმარტებით, მან სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ე. წ. ღორის გრიპით წუხელ 18 წლის ფეხმძიმე ქალიც დაიღუპა.