რუსეთის ქართველთა კავშირი საქართველოში მელიტონ ქანთარიას, ხოლო რუსეთში დიდ სამამულო ომში დაღუპულ ქართველებს ძეგლს დაუდგამს. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის ქართველთა კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.
"რუსეთის ქართველთა კავშირი პასუხობს ათასობით თანამემამულეთა მიმართვას და იღებს გადაწყვეტილებას უახლოეს დროში საქართველოში მელიტონ ქანთარიას ძეგლის დადგმის შესახებ. ასევე კავშირის თანხებით ძედი დაიდგმება რუსეთში დიდ სამამულო ომში დაღუპული ქართველების პატივსაცემად", - ნათქვამია განცხადებაში.