23 დეკემბერს მთავარ პროკურატურაში მთავარი პროკურატურისა და მცხეთის პროკურატურის ორგანიზებით ნახატების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
კონკურსი "არა ნარკომანიას! არა ძალადობას!~ პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში ჩატარდა და მასში მცხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მცხეთის გარდა კონკურსში მონაწილეობდნენ მცხეთის რაიონის სოფლების _ ციხისძირის, ჩარდახის, ქსნის, წეროვანის, ნავაზარის და წილკანის _ საჯარო სკოლების მე-3, მე-6, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. საუკეთესო ნახატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელშიც ცნობილი მხატვრები, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და პროკურორები შედიან.
საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტია, არასრულწოვანებში მოხდეს დანაშაულის პრევენცია. პროკურატურა არაერთ ღონისძიებას ატარებს, რათა არასრულწლოვნები აერიდონ დანაშაულებრივ გზას. პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში იმართება ლექცია-სემინარები, გაკვეთილები სამართლებრივ თემებზე, სპორტული და ინტელექტუალური თამაშები, იმიტირებული სასამართლო პროცესები, ნახატებისა და წერითი კონკურსები.
"საზოგადოებრივი პროკურატურა~ საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემის გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.