ქუთაისის განახლებული ოპერის თეატრში დღეს ნინო ანანიაშვილი თბილისის საბალეტო თეატრის დასთან ერთად თანამედროვე სპექტაკლ "საგალობელს" ითამაშებს.
კონცერტი საქველმოქმედოა და ცნობილი პრიმა ბალერინა ქუთაისის მაყურებელს ჩაიკოვსკის "გედების ტბიდან" მომაკვდავ გედს შეუსრულებს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის განახლებული ოპერის თეატრში ნინო ანანიაშვილი პირველად დღეს იცეკვებს.
შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრში, ნინო ანანიაშვილმა დასთან ერთად, წარმოდგენა გუშინ გამართა.