24 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ფოლკლორის ეროვნული პრემიის 2009 წლის ლაურეატთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
"ფოლკლორის ეროვნული პრემიის~ ლაურეატები დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში: 1. ხალხურ საზომსა და თემატიკაზე შექმნილი ლექსებისთვის; 2. ხალხურ საწყისებზე შექმნილი ორიგინალური შემოქმედებისთვის; 3. ქართული ხალხური სიმღერის ტრადიციულ შემსრულებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (ინდივიდუალური); 4. ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციული შესრულებისთვის; 5. ქართული ხალხური სიმღერის ტრადიციულ შემსრულებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვილისთვის (ჯგუფური); 6. ხალხური სიტყვიერების შეკრებაში, შესწავლასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
7. სამეცნიერო გამოცემისთვის; 8. ბოლო დროის საექსპედიციო და სამეცნიერო-მეთოდური საქმიანობისთვის; 9. ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციების დაცვისა და შენარჩუნებისთვის;
ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატებს გადაეცემათ ფულადი პრემია 2000 ლარის ოდენობით, დიპლომი და ოქროს მედალი.
2008 წელს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ფოლკლორის მხარდამჭერი ნაციონალური საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, დაწესდა "ფოლკლორის ეროვნული პრემია~, რომელმაც შემდგომში ყოველწლიური სახე მიიღო.
"ფოლკლორის ეროვნულ პრემიას~ ანიჭებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან შექმნილი ფოლკლორის ეროვნული პრემიის მიმნიჭებელი კომისია.
პრემია გაიცემა ხალხურ შემოქმედებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.