ფოთში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ "ხელოვნების ზღვის" დასკვნითი გალაკონცერტი ხვალ, 30 აგვისტოს გაიმართება.
ფესტივალი 12-დღიან მულტიმედიურ პროგრამას - თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, საგანმანათლებლო ლექცია-მასტერკლასებს, აქციებს, დისკუსიებს, პერფორმანსებს, ესპანელი და ქართველი მუსიკოსების კონცერტებს DJ-წვეულებებს მოიცავდა.
"ხელოვნების ზღვა" ეძღვნება ქალაქ ფოთის თანამედროვე ხელოვნების პოტენციალს და როლს თანამედროვე ურბანული სივრცის ფორმირებაში, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, ყოფითი, ტურისტული და ეკოლოგიური განვითარების ჭრილში.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მხარდაჭერით იმართება.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ხელოვნების ზღვა" 18 აგვისტოს, ქალაქ ფოთის ცენტრში ფილმის პრემიერით გაიხსნა.