საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ და რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ირაკლი პეტრიაშვილი წარადგინეს. სამწუხაროდ, იმ გაერთიანების თავმჯდომარისთვის, რომელიც 260 ათას დასაქმებულს აერთიანებს, ადგილი სათათბიროში ვერ მოინახა. მაშინ, როდესაც რამდენიმეწევრიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურები საბჭოში შეიყვანეს. შერჩევა ამჯერადაც პოლიტიკური ნიშნით მოხდა", _ აღნიშნულია განცხადებაში.
მათი განცხადებით, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ პროფკავშირების გაერთიანება დამოუკიდებელია მმართველი თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გავლენებისგან. ამ გადაწყვეტილებით ასევე ცხადი გახდა, რომ საბჭოში პროფკავშირების მონაწილეობის არდაშვებით პოლიტკურ პარტიებს ნაკლებად აიტნერესებთ ჟურნალისტთა უფლებები და შრომითი ინტერესები, რაც გარანტირეუბლი იქნებოდა ირაკლი პეტრიაშვილის საბჭოში მონაწილეობით.
"ცხადია, არხი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიუჯეტი დასაქმებული ადამიანების გადასახადებისგან შედგება, დასაქმებულთა უფლებების და ინტერესების დასაცავად მომავალშიც უმოქმედო იქნება", _ აღნიშნულია განცხადებაში.