რუსთაველის თეატრის წინ დები იშხნელების ვარსკვლავი გაიხსნება. ანსამბლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დები იშხნელების სახელობის ქუჩის გახსნაც იგეგმება.
ასევე, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმიც უნდა გადაღებულიყო, თუმცა, როგორც ოჯახის წევრებმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, გადაღებები არც დაწყებულა.
"გადაღებები უკვე დაწყებული უნდა გვქონოდა, თუმცა გამოყოფილი ბიუჯეტი რატომღაც გაჩერდა და დამტკიცებულ პროექტზე გაურკვეველი პასუხი გვითხრეს. როგორც კი, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები შვებულებიდან დაბრუნდებიან ამ თემაზე აუცილებლად დავილაპარაკებთ", - განუცხადა, "ჯი-ეიჩ-ენს", დები იშხნელების შვილთაშვილმა, განო მელითაურმა.
ამ თემაზე კულტურის სამინისტრო კომენტარს არც "ჯი-ეიჩ-ენთან" აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დები იშხნელების 100 წლის იუბილე ოქტომბერში აღინიშნება, თუმცა ამ ეტაპზე ღონისძიების ზუსტი თარიღი ოჯახის ახლობლებისთვისაც უცნობია.