საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ინგილო სტუდენტები განათლების სამინისტროსგან სწავლის გადასახადის 30 %-ით შემცირებას ითხოვენ.
ეროვნული გამოცდების შედეგებით, 2009 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 79 ინგილო სტუდენტი ჩაირიცხა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა ინგილო სტუდენტმა განუცხადა, სწავლის გადასახადი საკმაოდ დიდია და მატერიალური გაჭირვების გამო საინგილოდან ჩამოსული ინგილო სტუდენტები თანხის დაფარვას ვერ ახერხებენ.
`ვაპირებთ, რომ განათლების სამინისტროს მივმართოთ წერილით და გადასახადებზე შეღავათების დაწესება ვთხოვოთ. იმ შემთხვევაში თუ სწავლის გადასახადი არ შეგვიმცირეს, თანხის გადაუხდელობის გამო სასწავლო პროცესზე არ დაგვიშვებენ~, - აღნიშნა ინგილო სტუდენტმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის გოგა ურუძაშის განცხადებით, ამ საკითხთან საკავშირებით სამინისტრო პოზიციას დღის მეორე ნახევარში გამოხატავს.